Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრების მეკარემ საქართველოზე ისაუბრა და ორი ფეხბურთელი გამოარჩია
  • კეპა არიზაბალაგას თქმით, "ფურია როხას" სანიოლის გუნდთან რთული მატჩი ელის

საქართველოს ნაკრები 8 და 12 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს. პარასკევს ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს სახლში შეხვდება, შემდეგ კი რამდენიმე დღეში სტუმრად ნორვეგიას დაუპირისპირდება.

"ფურია როხასა" და მადრიდის რეალის მეკარემ, კეპა არიზაბალაგამ, რომელიც "სამეფო კლუბს" სეზონის დაწყებამდე ლოოდონის ჩელსიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, Marca-სთან ისაუბრა. ვრცელ ინტერვიუში 28 წლის კიპერმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა. მან სანიოლის გუნდი ერთ-ერთ ევროპულ გრანდს შეადარა და ორი ფეხბურთელი გამოარჩია.

"წინ ორი შეხვედრა გვაქვს, რომლებიც უნდა მოვიგოთ. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად თამაში განსაკუთრებით რთული იქნება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ეს არის გუნდი, რომელიც ტაქტიკურად იტალიას ჰგავს. საქართველო სამი მცველით, ორი ფლანგის მცველითა და ისეთი განსაკუთრებული ფეხბურთელით თამაშობს, როგორიც კვარაცხელიაა, რომელიც ნაპოლის საუკეთესო მოთამაშეა.

ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება

მამარდაშვილი ვალენსიაში დიდებულად თამაშობს და ის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კეპამ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფს 12 ქულით დაუმარცხებელი შოტლანდია ლიდერობს. საქართველო და ნორვეგია მეორე ადგილზე 4-4 ქულით იმყოფებიან და ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ესპანეთს 3 ქულა აქვს, თემურ ქეცბაიას კვიპროსი კი უქულოდაა

კომენტარები

ბოლო ამბები