- ესპანური მედია თბილისში გასამართ საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებაზე წერს
- ცნობილი გამოცემა ვილი სანიოლს და მის გუნდს აქებს და ფურია როხას აფრთხილებს
- ორი ახალი სახე ნაკრებში - სანიოლის სია ესპანეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის
- 16 წლის დებიუტანტი - ესპანელთა შემადგენლობა თბილისური მატჩისთვის
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 8 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე", 20:00 სთ-ზე დაიწყება და ის ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და რთული იქნება. თუკი ვილი სანიოლის გუნდს 3 მატჩში მოპოვებული 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი უკავია, ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები თითო მოგება-წაგებით მეოთხე პოზიციას იკავებენ.
ბუნებრივია, ესპანური მედია მომავალ დაპირისპირებას დიდ ყურადღებას უთმობს. გამოცემა AS.COM-მა საქართველოს ნაკრებზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება იმ ფეხბურთელებზე გაამახვილა, რომლებისგანაც "ფურია როხას" საფრთხე ყველაზე მეტად ელის.

AS.COM: "კვარაცხელიას ჩრდილი ესპანეთს მიადგა. ნაპოლის ბრწყინვალე მარცხენა შემტევი, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერია, ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირებისთვის იბრძვის. მისი სისწრაფე და გარღვევები აშფოთებს დე ლა ფუენტეს, რომელმაც მისი შეჩერება ორი ძლიერი და გამოცდილი მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. მაგრამ მოსალოდნელია სიურპრიზიც, თუკი საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გაამწესებს, მის შეჩერებაზე ზრუნვა ბალდესა და გაიას მოუწევთ, რომლებიც საამისოდ მეტისმეტად შემტევები არიან.
ერთადერთი პრობლემა მხოლოდ კვარასთან გამკლავება რომ იყოს, კიდევ არა უშავდა. საქართველო შესარჩევ ჯგუფში კანფეტი აღარავისთვის არის. მის რიგებში ამჟამად ევროპის საუკეთესო ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები გამოდიან, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ლიდერის დონეზე არ არიან, პარასკევს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გასამართ თამაშში, რომლის ბილეთები უკვე გაყიდულია, ესპანეთისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

კვარასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში გამოდიან: ტორინოს მცველი საბა საზონოვი, უოტფორდისა და ბორდოს ნახევარმცველები, გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი, აიაქსის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. იქ არის ლევანტეს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და დინამო თბილისის მცველი სანდრო კალანდაძე. ამასთან, საქართველოს ნაკრების კარს იცავს ვალენსიას გიგანტი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც მადრიდის რეალის სამიზნეში იყო. ერთი სიტყვით, ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც მწვრთნელიც კარგი ჰყავს - ვილი სანიოლი".

კომენტარები