Thumbnail

ავსტრალიელი მორაგბე: საქართველოსთან მატჩი, შესაძლოა, ჩვენთვის მწარედ დასრულდეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 9 სექტემბერი | ⌚ 20:00 | 🏟 პარიზი | 🏉 ავსტრალია V საქართველო | 📺 1-ლი არხი
  • რორი არნოლდის თქმით, მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება

ავსტრალიის ნაკრებისა და ფრანგული ტულუზას 33 წლის მორაგბე რიჩი არნოლდი მსოფლიო თასზე საქართველოსთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტოქის დაუფასებლობა დიდი იმედგაცრუების მომტანი იქნება.

"მათი დაუფასებლობა არ შეიძლება. თუკი ვიფიქრებთ, რომ საქართველოს იოლად მოვუგებთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მწარედ დასრულდება. ბოლო პერიოდია, ავსტრალიის ნაკრებს კარგი შედეგები არ აქვს, თუმცა, ეს, ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. მსოფლიო თასზე ისეთ ჯგუფში მოვხვდით, ფაქტობრივად, ყველა მატჩი დიდი გამოწვევა იქნება".

მოახლოებული მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება. ტურნირი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება, საქართველო და ავსტრალია კი 9 სექტემბერს ითამაშებენ. C ჯგუფიდან, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც ირიცხებიან, პლეი-ოფში 2 საუკეთესო გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები