Thumbnail
  • იტალიელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ხვიჩას აგენტები გააკრიტიკა
  • კარლო ალვინოს აზრით, კონტრაქტის განახლება, საბოლოო ჯამში, მოხდება

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში არაერთმა ჟურნალისტმა თავისი აზრი გამოთქვა. უმეტესობა მათგანი ნაპოლის წარმომადგენლებს აკრიტიკებს, რადგან ქართველ ფეხბურთელს გაცილებით მაღალი ხელფასი ეკუთვნის.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა გუშინ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და აღნიშნეს, რომ ხვიჩასთან კლუბიდან კონტრაქტის თაობაზე არავის უსაუბრია.

განსხვავებული პოზიცია აქვს იტალიელ ჟურნალისტს და კომენტატორს კარლო ალვინოს. Radio Kiss Kiss Napoli-სთან მან ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და პირველ რიგში, კვარაცხელიას აგენტები გააკრიტიკა.

"როგორც ჩანს, კვარაცხელიას აგენტები ნეაპოლში დასასვენებლად, ყურეს სილამაზის სანახავად იმყოფებოდნენ. ნაპოლისა და ფეხბურთელის აგენტებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, ქართველს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ნაპოლის პრობლემები არ შეექმნება, ისე როგორც მათ ვინც მოთამაშის ინტერესებს იცავს.

ბოლოს კონტრაქტის განახლება მოხდება, კვარამ სერია A-ში სადებიუტო წელსვე დაამტკიცა, რომ მას მრავალმხრივი უნარები აქვს. თუ ვინმეს გაკრიტიკება მიწევს, მაშინ მის აგენტებს გავაკრიტიკებ: მათ სავარაუდოდ, არ დაიჯერეს ფეხბურთელის შესაძლებლობების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაპოლის უფრო მეტ ხელფასს მოსთხოვდნენ", - აღნიშნა ალვინომ.

მიმდინარე სეზონში სამიდან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა

ბოლოს კი ალვინომ ისიც აღნიშნა, რომ ხვიჩას კონტრაქტთან მიმართებაში კლუბი "გენიალურად მოიქცა".

აქვე ვიტყვით, რომ ხვიჩა ხელშეკრულების მიხედვით სეზონში 1.4 მილიონ ევროს იღებს. ქართველ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი წარმომადგენლები ანაზრაურების 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვენ.

კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. 8 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი დინამო არენაზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები