Thumbnail

ესპანეთის ნაკრები | ლაპორტს პრობლემები აქვს - დე ლა ფუენტემ U21-დან მცველი ითხოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 8 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ესპანეთი | 📺 I არხი
  • ესპანეთის ნაკრებმა მადრიდში, ფედერაციის ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა

8 სექტემბერს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს მასპინძლობს. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით მადრიდში ლა სიუდად დე ფუტბოლზე ემზადება. ოთხშაბათის ვარჯიშზე გუნდში ერთი ცვლილება შენიშნეს, დე ლა ფუენტემ ნაკრებში ალეხანდრო ფრანსესს დაუძახა.

ალეხანდრო ფრანსესი

ალეხანდრო ფრანსესი სარაგოსას 21 წლის ცენტრალური მცველია, რომელიც ესპანეთის U21 ნაკრებშია მიწვეული (რომელსაც სანტი დანია წვრთნის). ეროვნული გუნდის ვარჯიშზე ფრანსესი ემერიკ ლაპორტს ცვლის, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს და რომლის თამაში თბილისში საეჭვოა. 

"მარკა" წერს, რომ დაწინაურების მიუხედავად, რთული წარმოსადგენია, რომ ფრანსესი ეროვნულ გუნდს თბილისში გაყვება. დე ლა ფუენტე ალბათ, არაგონელ ფეხბურთელს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნებს. სხვათა შორის, ეს "როხას" ბოლო ვარჯიში იყო მადრიდში, გუნდი საქართველოს დედაქალაქში გამოემგზავრება. 

დე ლა ფუენტე მადრიდის აეროპორტში

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ემერიკ ლაპორტი ამ სეზონიდან სიტის ნაცვლად საუდის არაბეთის ალ ნასრში თამაშობს. ის ამ ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია. 

ესპანეთის ნაკრები

მეკარეები: უნაი სიმონი, კეპა არისაბალაგა, დავიდ რაია;

მცველები: დანიელ კარვახალი, სესარ ასპილიკუეტა, რუბინ ლე ნორმანდი, დავიდ გარსია, პაუ ტორესი, ემერიკ ლაპორტი, ალეხანდრო ბალდე, ხოსე გაია;

ნახევარმცველები: როდრიგო, გავი, მარტინ ზუბიმენდი, მიკელ მერინო, ალექს ბაენა, ფაბიან რუისი;

თავდამსხმელები: ალვარო მორატა, ხოსელუ, მარკო ასენსიო, დანი ოლმო, აბელ რუისი, ლამინე იამალი, ნიკო უილიამსი;

კომენტარები

ბოლო ამბები