Thumbnail

'ამბიციური სარაგბო ერია' - Dailymail ბორჯღალოსნებს ვრცელ სტატიას უძღვნის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • Dailymail-ის ჟურნალისტები ბორჯღალოსნებს შეხვდნენ და მათზე სტატია მოამზადეს
  • ნაკრებში კარგი განწყობაა და ქართველი მორაგბეები მსოფლიოსთვის მზად არიან

ბრიტანული Dailymail-ის ჟურნალისტები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შოტლანდიაში ესტუმრნენ და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ვრცელი სტატია მოამზადეს. ბრიტანელები წერენ, რომ საქართველო მსოფლიოსთვის მზადაა და ნაკრებში კარგი განწყობაა. ''ბორჯღალოსნები'' ეცდებიან, რომ 6 ერის ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შეახსენონ თავი, რადგანაც ისინი თავის ადგილს სწორედ ამ დიდ ტურნირში ხედავენ.

''პირველი დონის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ღია კარის პოლიტიკა აქვს. ჩვენ მათ შეკრებას დავესწარით, გუნდთან ერთად ვისადილეთ და ლევან მაისაშვილსაც ვესაუბრეთ.

ვარჯიშზე ლუკა ჯაფარიძე 250 კილოგრამით ვარჯიშობს, ბექა საღინაძე გადაწყვეტს, რომ თანაგუნდელის შედეგი რამდენიმე კილოგრამით გააუმჯობესოს. ბექას მიზანია მეგობრის გამოწვევა და შეჯიბრება წონის აწევაში.

საღინაძის დაძლეული წონა დაახლოებით 400 კილოგრამს გაუტოლდა. ჯაფარიძემ კი გვითხრა, რომ მისი მაქსიმუმი 450 კილოგრამია. ჯაფარიძეს ნამდვილად ბრწყინვალე შედეგი აქვს, მაგრამ ლუკაზე მეტ წონას ნიკა აბულაძე აფიქსირებს. ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი მწვრთნელი, ბენ პოლარდი ამბობს, რომ აბულაძე ნაკრებში ამ მხრივ უკონკურენტოა და ნამდვილი მონსტრია.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ''ბორჯღალოსნების'' შეშლილ სამყაროში, სადაც წვერი და ტატუ ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ ყველა მორაგბეს მოეთხოვება, რომ ფიზიკურად უმაღლეს დონეზე იყოს მომზადებული.

სერჯიო პარისე: უფრთხილდით საქართველოს ნაკრებს და ნინიაშვილს

ეს საქართველოსთვის დიდი ტურნირია. ტიერ ერთის ქვეყნებისგან განსახვავებით, ისინი კარს არავის უკეტავენ და სურთ თავიანთი ისტორიის მოყოლა. საქართველო ამბიციური სარაგბო ქვეყანაა. მათი მიზანია საფრანგეთი ისეთი რაგბის ჩვენება, რომლის შემდეგაც მათ ტიერ ერთის ქვეყნებთან მუდმივად თამაშის შანსი მიეცემათ'', - ვკითხულობთ დეილი მეილის სტატიაში.

ამავე სტატიაში ბორჯღალოსნებზე კომენტარი ჯო ვორსლიმაც გააკეთა (2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი): საქართველო 6 ერში აპირებს თამაშს და ამას ვერავინ შეაჩერებს. ისინი 20 წელია ამ სპორტში დიდ ინვესტიციას დებენ და გაჩერებას არ აპირებენ. რაგბი საქართველოში იზრდება და მათ უნდა იპოვონ ფორმულა, რითიც 6 ერში შესვლა შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება. ტურნირი მასპინძლებისა და ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება, საქართველოს ნაკრები კი სასტარტო შეხვედრას 9-ში ავსტრალიასთან ჩაატარებენ. C ჯგუფიდან, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც ირიცხებიან, პლეი-ოფში 2 საუკეთესო გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები