- 'ფრანს ფუტბოლმა' 'ოქროს ბურთის' 30 ნომინანტი დაასახელა
- საზეიმო ცერემონიალი 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება
"ფრანს ფუტბოლმა" დაასახელა "ოქროს ბურთი 2023-ის" ნომინანტების სია, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიაცააა. ნაპოლის 22 წლის ქართველი ლეგიონერი კარიერაში პირველად გახდა "ოქროს ბურთის" ნომინანტი. შეგახსენებთ, რომ ფინალური ცერემონიალი პარიზში 30 ოქტომბერს გაიმართება.
ლიონელ მესი კარიერაში მე-16-ედ დასახელდა ნომინანტთა შორის, არგენტინელი რიგით მერვე ტიტულისთვის იბრძოლებს. ნომინანტთა შორის მოხვდნენ:

ოქროს ბურთის 30 ნომინანტი
იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ემი მარტინესი (ასტონ ვილა), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), იასინ ბონო (ალ-ჰილალი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), კიმ მინ-ჟე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი).
ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს გადავიდა ნაპოლიში. ის მისთვის სადებიუტო წელსვე გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ხვიჩა ასევე დაასახელეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.
გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 43 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა, ხოლო მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარები