Thumbnail

საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის ემზადება. მესამე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ კომენტარი ეროვნული გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელიც დღეს "ოქროს ბურთის" ნომინანტთა 30-კაციან სიაში დაასახელეს. 

ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელ ვარჯიშზე

ხვიჩა კვარაცხელია: "მნიშვნელოვანი თამაში გველის. ესპანეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.
ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს. ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს".

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის a ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა. შოტლანდია 12 ქულით (4 მატჩიდან) ლიდერობს, ხოლო ნორვეგია 4 ქულით (4 მატჩიდან) მესამე პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე ესპანეთს 2 თამაშიდან 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა. ბოლო ადგილზე კი თემურ ქეცბაიას კვიპროსია უქულოდ (3 თამაში). 

კომენტარები

ბოლო ამბები