Thumbnail

რონალდო: ვისაც მე ვუყვარვარ, მესი არ უნდა სძულდეს და პირიქით

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესისთან კონკურენციაზე ისაუბრა
  • CR7-ის თქმით, ლეოსთან მეტოქეობა წარსულს ჩაბარდა

კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლიონელ მესიზეც ილაპარაკა.

ალ-ნასრის თავდამსხმელი ფიქრობს, რომ არგენტინელთან ლამაზი დაპირისპირება ჰქონდა, მაგრამ ვისაც რონალდო უყვარს, მესი არ უნდა სძულდეს და პირიქით...

"მესისთან მეტოქეობა წარსულია. ეს იყო მშვენიერი მეტოქეობა გულშემატკივრისთვის. ვისაც კრიშტიანო უყვარს, მესი არ უნდა სძულდეს და პირიქით. ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით, შევცვალეთ ფეხბურთის ისტორია და მთელი მსოფლიო პატივს გვცემს. ეს არის ყველაზე მთავარი. მან თავისი გზა გაიარა, მე - ჩემი. ის ახლაც კარგ ფორმაშია და კარგად თამაშობს. 15 წელი ვიყოფდით დიდ სცენას და საბოლოოდ ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები გავხდით, მაგრამ კოლეგები ვართ და ერთმანეთს პატივს ვცემთ", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო და მესი ევროპაში აღარ თამაშობენ, თუმცა, ალ-ნასრისა და ინტერ მაიამიში გამორჩეულები არიან, სანაკრებო დონეზე კი ფეხბურთის თამაშს ისევ აგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები