Thumbnail

სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ამერიკელმა შონ ო’მალიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა მერაბ დვალიშვილთან შესაძლო ჩხუბზე, რომელსაც სატიტულო ბრძოლის მიღება ძალიან სურს. 28 წლის ო’მალიმ ახსნა, თუ რატომ არიდებს თავს ქართველთან დაპირისპირებას, რომელიც რეიტინგში მე-2 ნომერია.

შეგახსენებთ, რომ შონ იო’მალიმ აგვისტოში ტურნირში UFC 292 მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ქამარს დაეუფლა. ამერიკელს მომდევნო ჩზუბის გამართვა რეიტინგის მეექვსე ნომერ მარლონ ვერასთან სურს, რომელთანაც წლების წინ ბრძოლა წაგებული აქვს და ახლა რევანში სწყურია. 

ამერიკელს ტიტულის დაცვა ეკვადორელთან სურს

"მე მერაბი 19 აგვისტოს დავანოკაუტე - იმ დღეს, როდესაც დავანოკაუტე ალჯამეინ სტერლინგი. ისინი ერთნი არიან - ყველგან ერთად დადიან ხელჩაკიდებულები. ასე რომ, მე 19 აგვისტოს ორივე დავანოკაუტე. 

"ჩიტოს" (მარლონ ვერა) მანამდეც ვიწვევდი, სანამ ალჯოს დავანოკაუტებდი. მაშინ ვთქვი, რომ თუკი ალჯოს ვცემდი, ხოლო ჩიტო პედრო მუნიესს აჯობებდა, ტიტულის პირველი დაცვა "ჩიტოს" წინააღმდეგ მექნებოდა. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს - მე ამას ასე ვხედავ. ჩხუბი მასთან მსურს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მზად ვარ ნებისმიერი დავანოკაუტო, ვისაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყვანენ", - თქვა ო’მალიმ, რომლის ჩანაფიქრის თანახმად, ეკვადორელთან მისი რევანში 16 დეკემბერს, ლას-ვეგასში, ტურნირში UFC 296-ში უნდა შედგეს.

მერაბი მიიჩნევს, რომ ქამრისთვის ბრძოლის შანსს ის იმსახურებს

მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლის ბოლოდან გამოდის და მის ანგარიშზე ორგანიზაციაში ჩატარებული 11 ბრძოლაა. პირველი-ორი წაგების შემდეგ, 32 წლის ქართველ მებრძოლს მოგებათა 9-მატჩიანი სერია აქვს. ბოლოს მან გაზაფხულზე იჩხუბა და სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. ამის შემდეგ მერაბმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბიტილაციის პერიოდს გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები