Thumbnail

9 სექრემბერს "სტად დე ფრანსზე" საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსე მსოფლიოს თასს იწყებს. C ჯგუფის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნები" ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ლევან მაისაშვილმა ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა და სათადარიგოები დაასახელა. 

საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან მატჩისთვის

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

სათადარიგოები: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

წაიკითხე | დიდი სარაგბო ზეიმი იწყება! რა უნდა ვიცოდეთ მსოფლიო თასის წინ

საუკეთესო შემადგენლობით

შერკინების პირველ ხაზში თავის 101-ე მატჩს გამართავს "ბორჯღალოსნების" კვართით ჰუკერი შალვა მამუკაშვილი. ტრავმა მოირჩინა და გუნდში ბრუნდება მესამეხაზელი ბექა გორგაძე. ღერძზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი. გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე 97-ე კეპს მიიღებს. 

ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველა მატჩში მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება. მწვრთნელებმა ჩავთვალეთ, რომ ამ წუთისთვის ეს 23 მორაგბე საუკეთესოდაა მომზადებული. ვარჯიშობს, თუმცა რეაბილიტაცია სრულად არ დაუსრულებია ბექა საღინაძეს. პორტუგალიასთან მატჩისთვის ის მზად უნდა იყოს.
1-ელ სექტემბერს ერთობლივი. ხარისხიანი ვარჯიში გვქონდა ტონგასთან. ვფიქრობ, ის ორივე გუნდისთვის პროდუქტიული იყო. გაანალიზებული გვაქვს ავსტრალიის თამაში და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებას და შესაძლებლობების გამოყენებას. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეტოქეს ხელი უნდა შევუშალოთ.

მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკურობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. მეორე ტაიმში მიღებული ლელოები იმან განაპირობა, რომ ბურთის ფლობის და ტერიტორიის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ".

კომენტარები

ბოლო ამბები