Thumbnail

'არ ვიცი, უკეთესი ლიგაა თუ არა' - ნეიმარმა ლიგა 1 და SPL შეადარა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ბოლივიასთან შეხვედრით იწყებს. ბრაზილიელები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ. ''სელესაოს'' დროებითმა მწვრთნელმა, ფერნანდო დინისმა შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის უძლიერესი შემადგენლობა გამოიძახა.

ბრაზილიელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ნეიმარის აქცევენ, რომელმაც მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და საუდის არაბეთის ალ ჰილალში გადავიდა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რამდენად ძლიერია საუდის არაბეთის ლიგა. ''საუდის არაბეთში დიდებული ჩემპიონატი აქვთ, საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ. ისეთი სახელები ჩავიდნენ იქ.

არ ვიცი, უკეთესი ლიგა არის თუ არა, ვიდრე საფრანგეთის. მე უბრალოდ აქ თავს კარგად ვგრძნობ. მინდა ალ ჰილალთან ერთად ტიტულები მოვიგო. როცა საფრანგეთში გადავედი, ყველა ამბობდა, რომ ეს სუსტი ლიგა იყო, მაგრამ მე ბევრჯერ დავმარცხდი. საუდის არაბეთი სხვა გუნდებიც ძლიერდებიან და მსურს, რომ ალ ჰილალთან ერთად ბევრი მატჩი მოვიგო'', - განაცხადა ნეიმარმა პრესკონფერენციაზე.

ნეიმარმა ალ ჰილალთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის ამ ორ წელიწადში ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, სხვა ბევრი პრივილეგიითაც ისარგებლებს. არაოფიციალური ცნობით, ბრაზილიელი ვარსკვლავი ალ-ჰილალის თითოეულ მოგებულ მატჩზე ბონუსად 80 000 ევროს გამოიმუშავებს, სოციალურ ქსელში განთავსებულ თითოეულ პოსტზე კი, რომელიც საუდის არაბეთს პოპულარიზაციას გაუწევს, 500 000 ევრო ერგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები