- 📅 8 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ესპანეთი | 📺 I არხი
- ვილი სანიოლის და ლუის დე ლა ფუენტეს არჩევანი ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში რიგით მე-4 მატჩს ჩაატარებს - თბილისში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
მატჩისადმი დიდი მოლოდინია: ჯერ ერთი, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს, მეორეც ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან ძლიერი და მაღალი დონის მეტოქე ჰყავს.
ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. ფაქტია, რომ ვილი სანიოლმა არა 3, არამედ 4-მცველიანი ტაქტიკა აირჩია, სქემა კი 4-2-3-1 გამოვიდა.
საქართველო (4-2-3-1): მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვერკველია, კაშია, აზაროვი - გაგნიძე, აბურჯანია - ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია - გავი, როდრი, ფაბიან რუისი - ასენსიო, მორატა, ოლმო.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც ოთხი მატჩი ოფიციალური იყო (2014 და 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი) და ოთხჯერვე ესპანელებმა მოიგეს (1:0. 2:0, 2:1, 4:0), ხოლო ერთი მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა (2016 წელს) და საქართველომ მადრიდში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო.

კომენტარები