Thumbnail

ამ თამაშს და ამ დღეს მალე ვერავინ დაივიწყებს, არადა 4 დღეში ნორვეგიასთან მატჩი გველოდება, ოსლოში...

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩში ესპანეთთან 1:7 განადგურდა - ეროვნული გუნდის ისტორიაში ეს ანტირეკორდია. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ:

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი)

...რამდენად ელოდა ასეთ ანგარიშს მატჩამდე: „თამაშის წინ ყოველთვის ძნელია, რომ შედეგში დარწმუნებული იყო - მით უფრო, ასეთ დიდ სხვაობაში. მაგრამ ჩემი გუნდი მთელი თამაში კონცენტრირებული და თავდაჯერებული იყო. ამას ზურგს უმაგრებს დიდი ხნის შრომა, ფეხბურთელების ნიჭი და მათ მიმართ ნდობა. ამიტომაც, ეს შედეგი მივიღეთ და ძალიან გვიხარია, მაგრამ წინასწარ ასეთი ანგარიშის წარმოდგენა, ცხადია, ძალიან რთული იყო“.

...საქართველოს ნაკრებზე: „ამ შედეგის მიუხედავად აზრი არ შემიცვლია. საქართველოს ნაკრებს ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოუწია, როგორც ჩვენ გვყავს. არცერთ მომენტში არ მოვდუნდით, შესაბამისად, მიუხედავად შედეგისა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეულია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან კარგად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებს ნუ დავუკარგავთ ღირებულებებს. როგორც ვთქვი, ამ ჯგუფში ერთ-ერთი ძლიერია. შესაბამისად, გჯეროდეთ, რომ მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ზოგჯერ არ არის სასურველი შედეგი, მაგრამ ჩვენნაირ გუნდთან თამაშიც ადვილი არ არის. საქართველოს ნაკრები იმდენად სოლიდური და მყარია, რომ დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგები ექნება."

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 4 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა. სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები