Thumbnail

"ბორჯღალოსნები" წინა, 2019 წლის მსოფლიოს თასზე უკანასკნელ მატჩი ავსტრალიას ეთამაშნენ და ახალი მსოფლიოს თასიც ავსტრალიასთან შეხვედრით დაიწყეს. ოთხი წლის წინათ, იაპონიაში საქართველოს ნაკრები "ვოლაბებთან" 8:27 დამარცხდა. დღეს ავსტრალიას მხოლოდ პირველ ტაიმში უკვე ორი ლელო ჰქონდა გატანილი და 21 ქულა მოგროვილი. დღეს საქართველო ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა, მეტოქემ ბონუს-ქულაც მოიპოვა.

დავით ნინიაშვილის შეტევა

პირველ ტაიმში ლევან მაისაშვილის გუნდი 11-ჯერ დაჯარიმდა (მეტოქე - ორჯერ), ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს 38%-ით ფლობდა. სამუ კერევინ 8-ჯერ გაჭრა "ბორჯღალოსნების" ხაზი. მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებისთვის" უკეთესი იყო, მეტოქეებმა 2-2 ლელო გაიტანეს. ტაიმი მაისაშვილის გუნდმა მხოლოდ 12:14 დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიოს თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში მიმდინარეობს, საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები კი C ჯგუფში თამაშობენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ. 10 სექტემბერს უელსი და ფიჯი ითამაშებენ, მეოთხედფინალში კი ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

ავსტრალია-საქართველო 35:15

მატჩის სტენოგრამა

🏉 მე-2 წთ: ავსტრალიელთა დერეფნის შემდეგ ჯორდან პეტაიამ მარცხენა ფრთიდან შეუტია და პირველი ლელო გაიტანა, რომელიც ბენ დონალდსონმა ვერ გაიტანა - 5:0

🏉 მე-6 წთ: ვასილ ლობჟანიძემ ავსტრალიელებს დარტყმული დაუფარა, ჰაერში მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ლუკა მატკავამ საჯარიმო გაიტანა - 5:3.

🏉 მე-10 წთ: ამჯერად, ავსტრალიამ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მარკ ნავაქანიტავაზემ ლელო გაიტანა, დონალდსონი ამჯერად, სუსტი იყო - 12:3.

🏉 მე-15 წთ: ბენ დონალდსონმა საჯარიმო შორი მანძილიდან გაიტანა - 15:3.

🏉 21-ე წთ: ავსტრალიელთა მიძალებას მორიგი ჯარიმა მოჰყვა, რომელიც დონალდსონმა კარში დაარტყა - 18:3.

🏉 31-ე წთ: ლობჟანიძის მაღალი ბოჭვის მერე, დონალდსონმა მორიგი ჯარიმა გაიტანა - 21:3.

🟨 43-ე წთ: მორიგი თამაშგარის გამო მსაჯმა მირიან მოდებაძე 10 წუთით გააძევა - 21:3.

🏉 47-ე წთ: მატკავას პასის შემდეგ ლუკა ივანიშვილმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია და ნაკრების პირველი ლელო გაიტანა მსოფლიოს თასზე. მატკავამ გარდასახვა ააცილა - 21:8.

🏉 56-ე წთ: ნინიაშვილმა გაჭრა ხაზი, თუმცა უზუსტო პასი გააკეთა და საპასუხო ლელო დონალდსონმა გაიტანა, მანვე გარდასახა - 28:8. 

🏉 69-ე წთ: მორიგი მიძალების შემდეგ, ავსტრალიელებმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაუშვეს და დონალდსონმა დუბლი შეასრულა, მანვე კვლავ გარდასახა - 35:8. 

🏉 73-ე წუთზე აკა ტაბუცაძე ძალიან ახლოს იყო ლელოს გატანასთან, მაგრამ ბოლო მომენტში მას ბურთი ხელიდან გააგდებინეს.

🏉 80-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა ნაკრების მეორე ლელო გაიტანა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა - 35:15.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი მატჩი ჩაატარა

საინტერესო ფაქტები

🟠 საქართველო ავსტრალიას მსოფლიოს თასებზე მეორედ დაუპირისპირდა და მეორედ დამარცხდა. 

🟠 შალვა მამუკაშვილმა 101-ე კეპი მოიხვეჭა

🟠 საქართველოს ნაკრები ზედიზედ 7 მატჩია, მსოფლიოს თასზე მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს. ბოლოს ლელოს გარეშე გუნდმა არგენტინასთან 2015 წლის სექტემბერში ითამაშა - 9:54.

🟠 საქართველოს ნაკრები ზედიზედ 10 მატჩია, მსოფლიოს თასზე ლელოს უშვებს. ბოლოს "ბორჯღალოსნებმა" ჩათვლის მოედნის მშრალად დაცვა 2011 წელს რუმინეთთან მოახერხეს. 

🟠 ავსტრალიამ ტიერ 2-ის დონის ქვეყნებს მსოფლიოს თასებზე ყველა მატჩი მოუგო.

ავსტრალია 35:15 საქართველო

ავსტრალია: 15. ბენ დონალდსონი, 14. მარკ ნავაქანიტავასე, 13. ჯორდან პეტაია, 12. სამუ ქერევი, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. კარტერ გორდონი, 9. ტეიტ მაკდერმოტი; 1. ანგუს ბელი, 2. დევიდ პორეცკი, 3. ტანიელა ტუპოუ, 4. რიჩი არნოლდი, 5. ვილ სკელტონი (კაპ.), 6. ტომ ჰუპერი, 7. ფრეისერ მაკრითი, 8. რობ ვალეტინი.
სათადარიგოები: 16. მეტ ფესლერი, 17. ბლეიკ შუპი, 18. ზეინ ნონგორი, 19. რობ ლეოტა, 20. ლანგი გლისონი, 21. ნიკ უაიტი, 22. ლალაკაი ფოკეტი, 23. სულისაი ვუნივალუ.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები