Thumbnail

"ბორჯღალოსნები" წინა, 2019 წლის მსოფლიოს თასზე უკანასკნელ მატჩი ავსტრალიას ეთამაშნენ და ახალი მსოფლიოს თასიც ავსტრალიასთან შეხვედრით დაიწყეს. ოთხი წლის წინათ, იაპონიაში საქართველოს ნაკრები "ვოლაბებთან" 8:27 დამარცხდა. დღეს ავსტრალიას მხოლოდ პირველ ტაიმში უკვე ორი ლელო ჰქონდა გატანილი და 21 ქულა მოგროვილი. დღეს საქართველო ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა, მეტოქემ ბონუს-ქულაც მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა საქართველოს ნაკრების მარცხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხი არ მოეწონა.

''ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, საკუთარ თავი წნეხში მოვაქციეთ, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, იმედგაცრუებული ვარ, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და შეცდომების გამო ქულები ვერ დავაგროვეთ. ეს პირველი თამაში იყო, რთული შეხვედრა გამოვიდა. გავაანალიზებთ მატჩს და დასკვნებს გამოვიტანთ'', - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიოს თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში მიმდინარეობს, საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები კი C ჯგუფში თამაშობენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ. 10 სექტემბერს უელსი და ფიჯი ითამაშებენ, მეოთხედფინალში კი ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები