- ვინ, როგორ ითამაშა ნაკრებში. პრესტიჟული სარაგბო საიტის შეფასებები
- ორი ლელო ავსტრალიასთან - ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს თასი მარცხით დაიწყეს
Planet Rugby-მ მსოფლიოს თასზე ავსტრალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მორაგბეთა თამაში შეაფასა. შეგახსენებთ, რომ "სტად დე ფრანსზე" ლევან მაისაშვილის გუნდი ჯგუფის ფავორიტ ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.
პრესტიჟული სარაგბო საიტის მიხედვით, "ბორჯღალოსნების" რიგებში საუკეთესო 10 ნომერი ლუკა მატკავა იყო, რომელმაც რაგბის მაყურებელს "კარგი თამაშით თვალი მოწყვიტა "ვოლაბებთან" წაგებულ შეხვედრაში".
"ბორჯღალოსნების მთავარი პლეიმეიქერი რთულ ვითარებაში კარგად თამაშობდა. მას ჰქონდა კარგი მომენტები შეტევაში, მან კარგად გამოსცადა ავსტრალიელთა დაცვა განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ასევე, ლუკა მატკავა ბრწყინავდა დაცვაში. შეხვედრა 113 მეტრის მოპოვებით და 12 ბოჭვით დაასრულა - 7 ქულა", - ასე შეაფასა Planet Rugby-მ ლუკას ასპარეზობა.
Planet Rugby-ის შეფასებები
7 - ლუკა მატკავა
6 - დავით ნინიაშვილი, ბექა გორგაძე, ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონია, ნოდარ ჭეიშვილი
5 - აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, კოტე მიქაუტაძე, შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე
4 - მერაბ შარიქაძე, მირიან მოდებაძე, ვასილ ლობჟანიძე, გურამ პაპიძე.
კომენტარები