- შონ სტრიკლენდმა ისრაელ ადესანია დაამარცხა
- ამერიკელი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონია
UFC-ის საშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს და მისი სახელი შონ სტრიკლენდია!
დღეს, 10 სექტემბრის გამთენიისას, სიდნეიში გამართულ ღონისძიებაზე შონ სტრიკლენდმა (28-5) ისრაელ ადესანია (24-3) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი გახდა.
მებრძოლებს ერთმანეთის პარტერში გადაყვანის მცდელობა არ ჰქონიათ, სტრაიკინგში, კი 32 წლის კალიფორნიელმა ადესანია დაჩაგრა. შონმა იზი ნოკდაუნშიც გაუშვა და საერთო ჯამში, 5 რაუნდიდან 4 მოიგო.

სტრიკლენდის ბიოგრაფია ცალკე აღნიშვნის თემაა, თუმცა ისიც განსაკუთრებულია, ჩემპიონი როგორ გახდა. ქამარზე დრიკუს დუ პლესის (20-2) უნდა ეჩხუბა, მაგრამ სამხრეთაფრიკელმა ბრძოლაზე უარი განაცხადა და წონის რეიტინგში მე-5 პოზიციაზე მყოფმა სტრიკლენდმა ტიტულის მოგების შანსი კარიერაში პირველად მიიღო, არადა UFC-ში 9 წელია ჩხუბობს.
UFC-ის საშუალო წონას ჩემპიონი ისევ შეეცვალა და ქამარს უკვე შონ სტრიკლენდი ფლობს, რომლის ამჟამინდელი თანაგუნდელი რომან დოლიძე (12-2) ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი კონტენდერია. როგორც დანა უაითმა განაცხადა, სტრიკლენდსა და ადესანიას შორის რემატჩი აუცილებლად შედგება.
კომენტარები