Thumbnail

სუპერ რაგბი | კრუზეიდერსი ჩემპიონია! ახალზელანდიელების მეცხრე ტიტული

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კრუზეიდერსი 37:18 ლაიონსი
  • ახალ ზელანდიურმა კლუბმა ჩემპიონობა მეცხრედ მოიპოვა

სუპერ რაგბის გათამაშება ახალზელანდიური კლუბს ტრიუმფით დასრულდა. კრუზეიდერსმა სამხრეთ აფრიკულ ლაიონსს 38:17 მოუგო და სუპერ რაგბის გამარჯვებული მეცხრედ გახდა. ზელანდიელებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს, გარდასახვები ბრწყინვალედ შეასრულა რიჩი მოანგამ, რომელმაც გარდასახვების გარდა, სამი ჯარიმის გატანაც შეძლო და ჯამში 17 ქულა დააგროვა.

ლაიონსმა ზედიზედ მესამე ფინალი წააგო. სამხრეთ აფრიკელები შარშანაც კრუზეიდერსთან დამარცხდნენ. კრუზეიდერსმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

მესამე წელია, რაც სუპერ რაგბის ზელანდიური კლუბი იგებს.

კრუზეიდერსის ლელოები: სეტა ტამანივალუ, დავიდ ჰავილი, მიჩელ დრამონდი, სკოტ ბარეტი.
რიჩი მოანგა - 4 გარდასახვა, 3 ჯარიმა.
ლაიონსის ლელოები: მალკოლმ მარქსი, კაილ ბრინკი.
ელტონ ჯენჯისი - 2 ჯარიმა, ერთი გარდასახვა.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები