Thumbnail

ჭადრაკი | საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

  • ნახევარფინალში საქართველოს ქალთა ნაკრებმა აშშ დაამარცხა
  • ფინალში მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში აშშ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა 2.5:1.5 მოიგო, შემდეგ კი საპასუხო შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო 3.5:0.5. ფინალში მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება, რომელმაც საფრანგეთს მოუგო.

აშშ-ს ნაკრებთან დაპირისპირებამდე საქართველოს ქალთა ნაკრები ჩინეთს შეხვდა, რომელიც პირველი მატჩში დაამარცხა, მეორე კი ფრედ დაასრულა. ფინალური მატჩები ხვალ 17:00 და 20:00-ზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები