Thumbnail

'სტაბილურობისთვის ეს საჭიროა' - ლუის რუბიალესი გადადგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუის რუბიალესმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

ლუის რუბიალესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ის ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა, შექმნილი გარემოებიდან უკან დახევა მაინც მოუწია. მოგეხსენებათ, ფიფამ რუბიალესს 3 თვით შეუჩერა საქმიანობა და როგორც თვითონ აღნიშნა, ვადის გასვლის შემდეგ თანამდებობაზე არ დაბრუნდება.

"დიახ, მე უნდა გადავდგე, რადგან არ შემიძლია ჩემი საქმე გავაგრძელო. ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ ვიღებ, რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი წასვლა ხელს შეუწყობს სტაბილურობას, რაც საშუალებას მოგვცემს ჩემმა ქვეყანამ 2030 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს", - თქვა რუბიალესმა პიერს მორგანთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, რუბიალესმა სოციალურ ქსელში ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ინფორმაცია დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე ლუის რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. რუბიალესის წინააღმდეგ სასამართლოს თვითონ ფეხბურთელმაც მიმართა, ხოლო ფიფამ ლუის საქმიანობა 3 თვით შეუჩერა. საბოლოოდ კი, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ რუბიალესმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები