Thumbnail

რაგბი | ბორჯღალოსნების შეფასებები

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში ავსტრალიის ნაკრებთან 15:35 დამარცხდნენ. Planet Rugby-მ საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა და 10 ნომერი ლუკა მატკავა გამოარჩია: "ბორჯღალოსნების მთავარი პლეიმეიქერი რთულ ვითარებაში კარგად თამაშობდა. მას ჰქონდა კარგი მომენტები შეტევაში, კარგად გამოსცადა ავსტრალიელთა დაცვა განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ასევე, მატკავა ბრწყინავდა დაცვაშიც. შეხვედრა 113 მეტრის მოპოვებით და 12 ბოჭვით დაასრულა - 7 ქულა".

📋 | როგორი შეფასებები მიიღეს დანარჩენებმა, ნახეთ აქ.

რაგბი | ედი ჯონსი საქართველოსთან მატჩზე

საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მატჩისგან ის მიიღო, რაც სურდა: ''ბონუს-ქულა მოვიპოვეთ. ზუსტად ის მივიღეთ ამ მატჩისგან, რაც გვსურდა. საქართველოსთან დაპირისპირება რამდენჯერმე მომიწია და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათი შერკინება დომინანტი არ იყო. მადლობას ვუხდი შერკინების მწვრთნელს ასეთი ეფექტური მუშაობისთვის,'' - განაცხადა ჯონსმა.

📋 | "ბორჯღალოსნებთან" დაკავშირებული ყველა სიახლე ნახეთ აქ.

ფეხბურთი | შოთას პოსტი

ვილი სანიოლის თქმის არ იყოს, ფეხბურთზე ახლა სალაპარაკო ბევრი არაფერია. საქართველოს ნაკფრებს 1:7 არასდროს ჰქონდა წაგებული და ესეც მოხდა. თუკი ნაკრების თემაზე ამ უიკენდზე რამე არ უნდა გამოგრჩენოდათ, ეს შოთა არველაძის პოსტი იყო.

📋 | შოთა არველაძის პოსტი წაიკითხეთ აქ.

კალათბურთი | გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია

ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ყველა თამაში მოიგო - გერმანია მსოფლიო ჩემპიონია. გუნდი, რომელსაც ბევრი ტურნირის მთავარ ფავორიტად არ მოიაზრებდა, ამ ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა. ბოლო სატურნირო დღეს გულშემატკივრებმა ორი ძალიან მაგარი მატჩი იხილეს. პირველ შეხვედრაში კანადამ აშშ საოცრად დრამატულ და სანახაობრივ მატჩში დაამარცხა და ბრინჯაო მოიპოვა, შემდეგ კი ოქროსმედალოსნების ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ფინალში გერმანიამ სერბეთს 83:77 მოუგო.

📋 | ფინალის მიმოხილვა და საუკეთესო მომენტები ნახეთ აქ.

ჩოგბურთი | ჯოკოვიჩის ოცდამეოთხე!

5-წლიანი პაუზის შემდეგ US Open-ზე ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფი შედგა. ამერიკის ღია პირველობის ფინალში ლეგენდარულმა სერბმა დანიილ მედვედევს პრაქტიკულად არაფერი გააკეთებინა. ეს არის ჯოკოვიჩის მეოთხე ჩემპიონობა ამერიკის ღია პირველობაზე, დიდი სლემის ტურნირი კი კარიერაში 24-ედ მოიგო (4 US Open, 3 როლან გაროსი, 10 ავსტრალიის ღია პირველობა და 7 უიმბლდონი). ნოლემ წელს 4-დან სამი დიდი სლემი მოიგო, მხოლოდ უიმბლდონზე ვერ შეძლო ჩემპიონობა, სადაც კარლოს ალკარასთან წააგო ფინალი. ნოლემ დიდი სლემის 24-ე ტიტული კობი ბრაიანტს მიუძღვნა - გამარჯვების შემდეგ მან ლეგენდარული კალათბურთელის 24-ნომრიანი მაისური გადაიცვა...

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები