- ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან წაგების შემდეგ მე-13 ადგილზე აღმოჩნდნენ
- აგუსტინ პიშო: საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება
საფრანგეთში დაწყებული მსოფლიო თასის პირველმა ტურმა დიდი ზეგავლენა იქონია მსოფლიო რაგბის რეიტინგზე, სადაც არაერთი ცვლილება მოხდა. სიახლეა საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებითაც, რომელმაც ტურნირზე წარუმატებელი სტარტი აიღო.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, რის გამოც კლასიფიკაციაში 1.91 ქულა დაკარგეს, მეთერთმეტედან მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლეს, წინ კი სამოა და იტალია გაუშვეს. სამოელებს მსოფლიო თასზე ჯერ არ უთამაშიათ, იტალიამ კი ნამიბიას 52:8 სძლია, თუმცა, ამით ქულები არ დამატებია.

ასევე დიდი უკუსვლა შეეხოთ ფიჯისა და არგეტინის ნაკრებებს. ფიჯელებმა უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ 26:32 წააგეს, თუმცა, 2.40 ქულა მოაკლდათ და მეშვიდედან მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.
ინგლისთან მარცხის (10:27) გამო, ერთბაშად 3.27 ქულა და 4 ადგილი დაკარგა არგენტინამ, რომელიც განახლებულ რეიტინგში ათეულის ბოლოში იმყოფება. ფიჯელებსა და არგენტინელებს ინგლისმა, ავსტრალიამა და უელსმა გაუსწრეს.
ქულებში ცვლილებები კი მოხდა, თუმცა, იგივე დარჩა მსოფლიო კლასიფიკაციის მოწინავე ხუთეული ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის შემადგენლობით.
მსოფლიო თასის მე-2 ტური ხუთშაბათს საფრანგეთისა და ურუგვაის ნაკრებთა მატჩით აიღებს და რეიტინგში მორიგ ცვლილებებს უნდა ველოდეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს მხოლოდ 23 სექტემბერს ჩაატარებს პორტუგალიასთან და მისი მოგების შემთხვევაში, რეიტინგში წინსვლის შანსი ექნება.
მსოფლიო თასი 2023
პირველი ტური
საფრანგეთი – ახალი ზელანდია 27:13
იტალია – ნამიბია 52:8
ირლანდია – რუმინეთი 82:8
ავსტრალია – საქართველო 35:15
ინგლისი – არგენტინა 27:10
იაპონია – ჩილე 42:12
სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია 18:3
უელსი – ფიჯი 32:26
მეორე ტური
საფრანგეთი – ურუგვაი
ახალი ზელანდია – ნამიბია
სამოა – ჩილე
უელსი – პორტუგალია
ირლანდია – ტონგა
სამხრეთ აფრიკა – რუმინეთი
ავსტრალია – ფიჯი
ინგლისი – იაპონია
კომენტარები