- 'ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს, რაც ასეთ დონეზე იშვიათად ხდება ხოლმე'
- სტეფან სტრანდბერგმა საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
- 'კვარადონას უმიზეზოდ არ შეარქმევდნენ' - ნორვეგიელი მცველი კვარაცხელიაზე
ნორვეგიის ნაკრებისა და ვალერენგას მცველი სტეფან სტრანდბერგი საქართველოს ესპანეთთან კატასტროფულ თამაშს (1:7) გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შედეგი მასპინძლების მიერ არჩეულმა არასწორმა ტაქტიკამ განაპირობა. მოგეხსენებათ, ნორვეგიას მომდევნო მატჩი სწორედ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ ელის, ამდენად, სტრანდერგმა საქართველოს ნაკრებზე სხვაც ილაპარაკა.
"საქართველო-ესპანეთი რაღაცნაირად უცნაური თამაში იყო. ქართველებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს, რაც ასეთ დონეზე იშვიათად ხდება ხოლმე. სივრცეებიც ძალიან დიდი რჩებოდათ. უცნაური იყო, რომ ჩვენს წინააღმდეგ 5 მცველით ითამაშეს, ესპანეთთან კი 4 მცველი ჰყავდათ.
თავის მხრივ, ესპანეთიც კარგი იყო, ბოძებული შანსები გამოიყენა და შედეგი საქართველოსთვის საშინელი გამოვიდა. სხვა საქმეა, რომ საქართველოს ნაკრები ისეთი სუსტი ნამდვილად არაა, როგორც ამ მატჩში გამოჩნდა.
ამ გუნდში რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ნამდვილადაა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ოქროს ბურთის კანდიდატებს შორის მოხვდა და ფორვარდი აიაქსიდან მიქაუტაძე.
საქართველოსთან სტუმრად მძიმე თამაში გამოდგა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოგება შეიძლებოდა. მაშინ ეს ვერ მოვახერხეთ, ახლა კი აუცილებლად უნდა ვიმარჯვოთ. საერთოდაც, რაც დავაკვირდი, ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ გოლების გატანა გვიჭირს. გასულ თამაშებში 9 ქულა კიდევ უნდა აგვეღო. მწვრთნელი გვეუბნება, რომ ასე გავაგრძელოთ და ქულებიც აუცილებლად მოვა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.
კომენტარები