Thumbnail
  • ესპანური გამოცემა საქართველოს ნაკრების მეკარეზე ინფორმაციას ავრცელებს
  • ვალენსია გიორგი მამარდაშვილს იანვარში ტრანსფერზე დააყენებს

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში მე-3 სეზონი დაიწყო. 22 წლის კიპერი გასულ სეზონში "ღამურების" წამყვანი მოთამაშე იყო და რუბენ ბარახას გუნდი რომ კვლავ ლა ლიგაშია მეტწილად მისი დამსახურებაა.

ახალი სეზონის დაწყებამდე მედიაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ვალენსიას მისი გაყიდვა სურდა და მსურველების რაოდენობაც ყოველ დღე იზრდებოდა. ესპანური გამოცემა TDFichajes ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვალენსია შემოსავლის გაზრდის მიზნით მამარდაშვილის გაყიდვას იანვარში შეეცდება.

"ვალენსიას მმართველი ორგანიზაცია Meriton Group პიტერ ლიმთან ერთად, რომელიც ამ კომპანიის ერთ-ერთი უფროსია, გუნდის შემოსავლის ზრდის მიზნით მნიშვნელოვანი გაყიდვების განხორციელებას გეგმავს. ამ მიზეზით ვალენსია, მას შემდეგ რაც ზაფხულში მამარდაშვილის ტრანსფერზე დაყენება ვერ მოახერხა, ამას იანვარში შეეცდება", - წერს ესპანური გამოცემა.

მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ერთხელ შეინახა

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილით ზაფხულში არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული. ყველაზე მეტად კი პრემიერლიგისა და ლა ლიგის რამდენიმე გუნდი, ინტერი და მიუნხენის ბაიერნი აქტიურობდნენ.

როგორც ცნობილია, ვალენსია გიორგის გუნდიდან მხოლოდ 25 მილიონ ევროდ გაუშვებს. მიმდინარე სეზონში მან მესტალიელთა მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა და ერთხელ კარი მშრალად შეინახა. მამარდაშვილი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ესპანეთთან უმძიმესი მარცხის შემდეგ, ნორვეგიასთან სათამაშოდ ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები