Thumbnail

სამშაბათს, 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 მატჩს გამართავს - ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთთან კოშმარული მარცხის (1:7) შემდეგ ოსლოში ნორვეგიას დაუპირისპირდება. 

მატჩის წინ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა და კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა პრესკონფერენცია გამართეს.

სტოლე სოლბაკენი: "დასკვნების გაკეთება ძნელია. უბრალოდ შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, მომდევნო უნდა მოვიგოთ, რათა ყოველი ტურის წინ სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში მნიშვნელოვანია. რამდენიმე მატჩი გვქონდა, რომელშიც ამ სტადიონზე გოლი ვერ გავიტანეთ და 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით - სერბეთთან და შოტლანდიასთან. ნორვეგიის ეს ნაკრები სრულიად განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე ადრინდელი. მომენტებს ვქმნით, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად. უბრალოდ, მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ".

არსენალის ვარსკვლავი მოტივირებულია

მარტინ ოდეგორი: "დარჩენილ მატჩებს თუ მოვიგებთ, საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, ფაქტია, რომ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვისურვებდით და გვეგონა. უნდა ვეცადოთ დანარჩენი მატჩების მოგება, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება საჭირო. საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია, არცერთი ჩვენგანი არ დანებებულა. ძალიან მოტივირებულები ვართ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები