Thumbnail
  • იტალიის ჩემპიონატის I ტურის მატჩის მერე პოლ პოგბამ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა
  • ტურინში ხელახალი ტესტის შედეგებს ელოდებიან

20 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში იუვენტუსმა სტუმრად 3:0 დაამარცხა უდინეზე. ამ შეხვედრის შემდეგ ტრადიციულად, რამდენიმე ფეხბურთელი დოპინგზე შეამოწმეს. სტუმართა ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ტესტი ჩააგდო, რაც ახლა გახდა ცნობილი - მის ანალიზში ტესტოსტერონის კვალი აღმოჩნდა. 

მართალია, ამ შეხვედრაში პოგბას არ უთამაშია, მაგრამ 30 წლის პოგბა მატჩის განაცხადში იყო, ხოლო ამის შემდეგ ჩემპიონატის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახლა ხელახალ ტესტზეა დამოკიდებული პოგბას ბედი. მას მერე, რაც პოლი მანჩესტერ იუნაიტედიდან იუვენტუსში დაბრუნდა, მას ძალიან ცუდი სერია აქვს, ის ხშირად ტრავმიანობს (ახლაც ტრავმირებულია, რომელიც ემპოლისთან მატჩში მიიღო). 

კომენტარები

ბოლო ამბები