Thumbnail
  • პოლონეთში დასრულდა ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი
  • ფინალში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი მოუგო ყაზახეთს

პოლონეთში საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ნაკრებმა ორივე მატჩი მოუგო ყაზახეთს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა. 

ლელა ჯავაიხიშცილმა ფინალში ორივე პარტია მოიგო

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342) და სალომე მელია (2267). გუნდის კაპიტანია დავით ჯოჯუა. 

ყახახეთთან ფინალში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 2.5:1.5 მოიგო, ხოლო მეორე უფრო დიდი უპირატესობით - 3.5:0.5. პირველ მატჩში ოთხ დაფაზე სამი ყაიმი ვიხილეთ (ხოტენაშვილი, არაბიძე და ბაციაშვილი მეტოქეებს დაუზავდნენ), გამარჯვება კი გუნდს ჯავახიშვილმა მოუტანა, რომელმაც კაირბეკოვა დაამარცხა. მეორე მატჩში თავიანთი პარტიები ხოტენაშვილმა, არაბიძემ და ჯავახიშვილმა მოიგეს, ხოლო ბაციაშვილი მეტოქეს დაუზავდა. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონმა გუნდმა ¼ ფინალში ჩინეთი, ხოლო ნახევარფინალში აშშ დაამარცხა. ბრინჯაოსთვის მატჩში საფრანგეთმა აშშ-ს მოუგო და მედლებს დაეუფლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები