Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედს ახალი მარჯვენა გარემარბი დასჭირდა
  • ჩრდილოინგლისელები გუნდში ანვარ ელ ღაზის მიყვანას ეცდებიან

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი გუნდში ნიდერლანდელი გარემარბი ანვარ ელ ღაზის მიყვანას გეგმავს. "ეშმაკები" 28 წლის თავისუფალი აგენტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ჯეიდონ სანჩოსა და ანტონის გარშემო პრობლემები შეიქმნა. 

გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ელ ღაზის სარფიანი წინადადება საუდის არაბეთიდან აქვს, მაგრამ იუნაიტედი ნიდერლანდელს პრემიერლიგაში დაბრუნების შანსს სთავაზობს. ერიკ ტენ ჰაგს მარჯვენა ვინგერი მას შემდეგ დასჭირდა, რაც ანტონის წინააღმდეგ სქესობრივი ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო, ჯეიდონ სანჩომ, კი სპეციალისტს საჯაროდ მატყუარა უწოდა. 

სანჩოსა და ანტონის ტრანსფერები მანჩესტერელებს 158 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, ახლა, კი მათ შეცვლას ფეხბურთელის უფასოდ დამატებით განიხილავენ. ელ ღაზი 1-ელ სექტემბერს თავისუფალი აგენტი გახდა - მოთამაშე და მისი ყოფილი გუნდი პსვ ეინდჰოვენი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და ხელშეკრულებაც აღარ განახლდა. 

28 წლის ანვარ ელ ღაზი ასტონ ვილასა და ევერტონში თამაშობდა, კარიერა, კი ამსტერდამის აიაქსში დაიწყო. გარემარბს საუკეთესო სეზონი 2020/21 წლების სეზონში ჰქონდა, როცა პრემიერლიგაში ასტონ ვილას მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. გასული სეზონი ელ ღაზიმ პსვ-ში გაატარა და ერედივიზიონში ნათამაშებ 1100 წუთში 8 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მაისურით ორჯერ უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები