- UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა თოფურია-ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე აზრი გამოთქვა
- 'ის ილაპარაკებს, მე ვცემ' - ვოლკანოვსკიმ თოფურიასთან ჩხუბის თარიღზე ისაუბრა
ალბათობა იმისა, რომ ილია თოფურიამ (14-0) მომდევნო ბრძოლა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან (26-2) ჩაატაროს, საკმაოდ მაღალია. ახლახან ავსტრალიელმა მებრძოლმა ესპანეთში მცხოვრებ ქართველთან შეხვედრის სურვილი გამოხატა კიდეც და სავარაუდოდ, ეს ბრძოლა მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
34 წლის ვოლკანოვსკი ორგანიზაციაში 2016 წელს მივიდა და მას შემდეგ სუპერმსუბუქ დივიზიონში დაუმარცხებელია, ქამარი კი უკვე ხუთჯერ დაიცვა. თოფურიას UFC-ში ზედიზედ ექვსი მოგება აქვს და წონის რეიტნგში მე-5 ადგილზეა.

ვოლკანოვსკი-თოფურიას მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით აზრი UFC-ის მებრძოლმა თი ჯეი ბრაუნმა გამოთქვა. ცნობისთვის, 33 წლის ამერიკელი ბრაის მიტჩელის თანაგუნდელი და მეგობარია - იმ მებრძოლის, რომელიც შარშან სწორედ თოფურიამ მეორე რაუნდში დააფინიშა.
"ბრაისს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს და ამის ნამდვილად მჯერა. თოფურიასთან ჩხუბს კი ის საუკეთესო ფორმაში მყოფი ვერ შეხვდა და ჩემთვის ის დაპირისპირება ძნელი საყურებელი იყო. ვიცი, რომ მიტჩელს გაცილებით მეტი შუეძლია. ამავდროულად, სულაც არ ვაკნინებ თოფურიას - ის მხეცია".
თი ჯეი ბრაუნის აზრით, ერთადერთი, ვისაც სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია, სწორედ 26 წლის ქართველი მებრძოლია.
"თოფურიას შეუძლია "ვოლკი" დაამარცხოს. თუკი საერთოდ არის ვინმე, ვისაც ალექსის ცემა შეუძლია, ეს სწორედ თოფურიაა. გეტყვით, რომ თოფურია მაგარი ბიჭია. მგონია, რომ ახალი ჩემპიონი ის იქნება", - თქვა ბრაუნმა MMA News-სთან ინტერვიუში.
კომენტარები