Thumbnail

ლეონარდო ბონუჩის იუვენტუსის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • იუვენტუსი მას განცალკევებულად ავარჯიშებდა, რადგან ალეგრის გეგმებში აღარ შედიოდა
  • ბონუჩი დავის მოგების შემდეგ მიღებულ თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო ბონუჩის მისი ყოფილი კლუბის, იუვენტუსის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

როგორც იუწყებიან, იტალიელი მცველი ახალი სეზონის დაწყებამდე იძულებული იყო განცალკევებულად ევარჯიშა, რადგან მასიმილიანო ალეგრის გეგმებში ის აღარ შედიოდა. 36 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბუნდესლიგის უნიონ ბერლინს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ბონუჩის თანაგუნდელებთან და კლუბის სტაფთან ერთად არ ავარჯიშებდნენ. მას ამ დროის განმავლობაში ტექნიკური სტაფიც არ უნახავს და ვერც სავარჯიშო აღჭურვილობებს ხმარობდა. ბონუჩის ადვოკატები გეგმავენ, რომ სარჩელი დღეს შეიტანონ.

წყაროს ცნობით, ბონუჩი გეგმავს, რომ დავის მოგების შემთხვევაში, მიღებული თანხა ნეუროლენდის საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხოს, რომელიც ტურინში ჰოსპიტალიზირებული ბავშვების ოჯახებს ეხმარება. 

კომენტარები

ბოლო ამბები