- 'ის ნამდვილი მტაცებელია, რომელიც ამჯერად ვალენსიას ქართველ მეკარეს გამოცდის'
- დე ხეა მამარდაშვილის შემცვლელად? ესპანელს ორი ვარიანტი აქვს
ცნობილი ესპანური გამოცემა AS ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა (სტატიით "მონსტრი მამარდაშვილის წინააღმდეგ") და დაწერა, რომ ვალენსიას გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს რეაბილიტაციის კარგი შანსი ექნება, თუკი მასპინძელთა ვარსკვლავურ ფორვარდს შეაჩერებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან 1:7 წააგო, ახლა კი, მამარდაშვილს ერლინგ ჰაალანდის შეტევების მოგერიება მოუწევს.
"გასულ პარასკევს გიორგი მამარდაშვილს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე ჰქონდა. მას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და რამდენჯერმე გუნდის გადარჩენაც მოახერხა, თუმცა, 7 გოლი მაინც გაუშვა. მამარდაშვილს ვერცერთ მათგანში ვერ დავადანაშაულებთ, თუმცა, როდესაც მეკარეს ბურთი კარიდან 7-ჯერ გამოაქვს, ამის დავიწყება ძალიან რთულია.
ახლა, საქართველოს ნაკრები ნორვეგიაშია ჩასული და წესით რეაბილიტაციაზე უნდა ფიქრობდეს, თუმცა, ამის გაკეთება იოლი ნამდვილად არ იქნება. შესაძლოა, ნორვეგიის ნაკრები ევროპული გრანდების რიცხვს არ მიეკუთვნებოდეს, თუმცა, ერთი ფეხბურთელი ნამდვილად ჰყავს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ცხადია, საუბარია ერლინგ ჰაალანდზე.
"კიბორგმა" მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა, არადა, მოედანზე 500 წუთიც კი არ აქვს გატარებული. ის ნამდვილი მტაცებელია, რომელიც ამჯერაც ვალენსიას მეკარეს გამოცდის. ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ჰაალანდის იერიშებს დაუდგე წინ, ამდენად, მომავალი მატჩი მამარდაშვილისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. ერლინგი მას ცხოვრებას ძალიან გაურთულებს.
ქართველ მეკარეს არ ჰყავს კონკურენტი ვალენსიაში. ასე იყო გასულ სეზონში და დიდი ალბათობით, მისი კონკურენტი ხაუმე მიმდინარე სეზონშიც სათამაშო წუთებს მხოლოდ ესპანეთის თასზე თუ მიიღებს. მამარდაშვილი უკვე ხვალ იქნება კლუბის ბაზაზე, შაბათს კი ატლეტიკოსთან მატჩია და თუკი მას ნორვეგიასთან კარგი მატჩი ექნა, ვალენსიაშიც კარგ ხასიათზე დაბრუნდება. ეს, ესპანეთის ნაკრებთან კატასტროფის შემდეგ აუცილებელიც კია".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა. რაც შეეხება ვალენსიას, ლა ლიგაში 4 ტურის თავზე 6 ქულით მეთერთმეტეა, ატლეტიკოს კი 16 სექტემბერს უმასპინძლებს.
კომენტარები