Thumbnail

'ჩვენ ის დავაბით' - პერუელი შამანების გეგმა ნეიმარის შესაჩერებლად

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩს გამართავს
  • პერუელი შამანები თავიანთ ნაკრებს სპეციალური რიტუალის საშუალებით ეხმარებიან

13 სექტემბერს გამთენიისას ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში პერუს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე "სელესაომ" შესარჩევ ეტაპზე უკვე გამართა პირველი შეხვედრა, რომელშიც სახლში ბოლივიას დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა. ნეიმარმა დუბლის შესრულება მოახერხა, პელეს რეკორდი მოხსნა და ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

როგორც ჩანს, პერუელები ბრაზილიის ათიანის შეჩერებას ყველანაირი მეთოდით გეგმავენ. ადგილობრივი შამანების ჯგუფის წარმომადგენლებმა ნეიმარის ფიგურა დააბეს და ამ მეთოდით მის განეიტრალებას შეეცდებიან.

"ნეიმარის ფეხები დავაბით და ის გავანეიტრალეთ. ჩვენ ის დავაბით, რომ კარგ ფორმაში არ იყოს და კარგად ვერ ითამაშოს", - აღნიშნა ერთ-ერთმა შამანმა, ფელიქს რონდანმა.

პერუელები ნეიმარის შესაჩერებლად ყველა ხერხს მიმართავენ

რიტუალი პერუს ეროვნული სტადიონის გარეთ გაიმართა, სადაც ფერადი საკურთხევლები, ამულეტები, დროშები და ორივე ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები აღმართეს.

კომენტარები

ბოლო ამბები