Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მცველს კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე ჰქონდა
  • სად გააგრძელებს კარიერას 27 წლის ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია

საქაართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ დინამო თბილისი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რომლის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. 

ჯიმი ტაბიძე დინამო თბილისს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან ხელშეკრულება ამ წლის ბოლომდე აკავშირებდა. ამ ხნის განმავლობაში ტაბიძემ დინამოელთა მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოიგო საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასი. 

სად გააგრძელებს 27 წლის მცველი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. 

ბოლოს ჯიმიმ ეროვნულ გუნდში ნორვეგიასთან ბათუმურ მატჩში (1:1) ითამაშა

ჯიმი ტაბიძე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 15 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, პროფესიონალური კარიერის დასაწყისში საბურთალოში გამოდიოდა, 2015 წელს კი გენტში გადავიდა, რომლის 21-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მცველი 2017-22 წლებში რუსეთში, ურალსა და უფაში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები