- 📅 12 სექტემბერი | 🏟 ულევაალი | ⌚ 22:45 | ⚽ ნორვეგია V საქართველო
- ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მორიგი რთული გამოცდა აქვს - დღეს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. მოლოდინისამებრ, ვილი სანიოლმა წინა, კოშმარული თამაშის შემდეგ რაღაცები შეცვალა - როგორც ტაქტიკურად, ისე საკადრო თვალსაზრისით.
პირველ რიგში თვალშისაცემია, რომ ეროვნული გუნდის ფრანგი მწვრთნელი 5-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა. ძირითადში 3 ცენტრალური მცველია - კვერკველია, კაშია და კალანდაძე, რომელსაც დებიუტი აქვს. ასევე პირველად თამაშობს ქოჩორაშვილიც. მასთან ერთად, მეორე საყრდენი ნახევარმცველი კიტეიშვილია.
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - აიერი, სტრანდბერგი, ესტიგორი, ბიორკანი - ედეგორი, ბერგი, ეურსენსი - ლარსენი, ჰაალანდი, ნუსა.
საქართველო (5-4-1): მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვერკველია, კაშია, კალანდაძე, აზაროვი - ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, აბურჯანია, ზივზივაძე, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, საზონოვი, მამუჩაშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, დვალი.

📷 | ფოტოები: nakrebi.ge
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.
კომენტარები