- ესპანეთი 6:0 კვიპროსი
- ზედიზედ მესამე მარცხი და მყარი ბოლოსწინა ადგილი ჯგუფში
7:1 სტუმრად თბილისში ვილი სანიოლის საქართველოსთან და 6:0 შინ გრანადაში თემურ ქეცბაიას კვიპროსთან - ერთა ლიგის გამარჯვებულ ესპანეთს ჯგუფში უბრალოდ, ვეღარ აჩერებენ. ამჯერად, დუბლი ფერან ტორესმა შეასრულა, რომელიც შეცვლაზე გამოვიდა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში "ფურია როხამ" ზედიზედ 24-ე გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ 6-დან 4 გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს კვიპროსთან მატჩში.
ესპანეთი 6:0 კვიპროსი
გოლები: 1:0 გავი (18. ნ. ვილიამსის პასით), 2:0 მერინო (33. ნ. ვილიამსის პასით), 3:0 ხოსელუ (70. კარვახალის პასით), 4:0 ფ. ტორესი (73. კარვახალის პასით), 5:0 ბაენა (77. ხოსელუს პასით), 6:0 ფ. ტორესი (83. როდრის პასით)
ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, გაია (61. ბალდე) - გავი (76. ბაენა), როდრი, მერინო - იამალი (61. ფ. ტორესი), მორატა (46. ხოსელუ), ნ. ვილიამსი (46. პინო).

კომენტარები