Thumbnail

თემურ ქეცბაიას კვიპროსმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ჩვენი ჯგუფის მატჩში გრანადაში 0:6 დამარცხდა ერთა ლიგის გამარჯვებულ ესპანეთის ნაკრებთან და კვლავ ნული ქულით უკანასკნელ ადგილზეა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

თემურ ქეცბაია (კვიპროსის მწვრთნელი): "ეს სულ სხვა დონეა. სამწუხაროდ, კვიპროსის ნაკრები ესპანეთის დონეს ვერასდროს მიაღწევს. მათთან ფეხბურთის თამაში ურთულესია. დიახ, მძიმე მარცხია, მაგრამ ჩვენ მათ დონემდე ბევრი გვიკლია.

ახლო წარსულში ისრაელი და საბერძნეთი დავამარცხეთ. ესპანეთთან კი შევეცადეთ, შეგვეზღუდა მეტოქე, რაც შეიძლება ნაკლები გოლი გაგვეშვა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით. რას უნდა ელოდოთ ესპანეთის ნაკრების დარ გუნდთან, როცა გუნდში გვყავს უთამაშებელი, ზოგჯერ უკლუბო ფეხბურთელები. მოდი, სათქმელი ვთქვათ - ძალიან ბევრი რამ შესაცვლელია. მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, რაიმე უკეთესის მოლოდინი გვქონდეს. ესა ვართ, რაც ვართ. ასეთ გუნდებთან თამაშით უნდა ვისწავლოთ, რაც ჩვენი დონის გუნდებთან გამოგვადგება. ესპანეთთან კონკურენცია ჩვენთვის შეუძლებელია, ჩვენთვის ისინი უცხოპლანეტელები არიან". 

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში (15 ოქტომბერს) თემურ ქეცბაიას გუნდი საქართველოს ნაკრებს ეთამაშება, რომელივ 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები