Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები პორტუგალია, სომხეთი და ფინეთი იქნებიან
  • გამოძახებული 14 ფეხბურთელიდან ნახევარი ნატურალიზებულ ბრაზილიელებზე მოდის

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. 

ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ვარჯიშობს, სადაც 15 სექტემბერს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, 20 სექტემბერს კი, პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს შეხვედრას. 

საქართველოს ნაკრები E ჯგუფშია, სადაც კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ფინეთი იქნება. ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც ფინალში გამარჯვებულები გავლენ, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურის მფლობელ კიდევ ორ ნაკრებს პლეი ოფში გამოავლენს.

ავთანდილ ასათიანის გუნდს მნიშვნელოვანი მატჩები ელის

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილოებას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, ევროპაზე 7 ქვოტა მოდის.

მოახლოებული მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა 14 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან ნახევარი ნატურალიზებული ბრაზილიელები არიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი).
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (მალიორკა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები