Thumbnail
  • ანდრეს კარასკომ გუნდის დაცვის ხაზი 29 წლის კიკე ლოპესით გააძლიერა
  • ესპანელ ფეხბურთელს მექსიკაში, ყაზახეთსა და ავსტრალიაში უათამაშია 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი ესპანელი მცველით გაძლიერდა. 29 წლის კიკე ლოპესი, რომელსაც თამაში როგორც მარცხენა, ისე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია, ანდრეს კარასკოს გაწვრთნილ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას დინამო თბილისის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რომლის ცნობით, ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა და ის გუნდის ღირსებას 30-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

კიკე ლოპესი ალკორკონის აღზრდილია, კარიერას განმავლობაში კი ის სამშობლოში კიდევ ერთ კლუბში - უნიონ ადარვეში თამაშობდა. 2018-20 წლებში ლოპესი მექსიკაში, სან ლუისისა და კერეტაროს ღირსებას იცავდა, 2021 წელს კი ყაზახეთში, ასტანაში გამოდიოდა. ესპანელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი ავსტრალიური მელბურნ ვიტორი იყო, სადაც 2022/23 წლებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან დინამო თბილისი მცველმა ჯიმი ტაბიძემ დატოვა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა. 

დინამო თბილისს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ დინამო ბათუმს ჩამორჩება, რომელსაც თამაშით ნაკლები და 52 ქულა აქვს. ანდრეს კარასკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 სექტემბერს, “დინამო არენაზე” ქუთაისის ტორპედოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები