Thumbnail

კიდევ ერთი ახალწვეული - დინამო თბილისმა ხორვატი გარემარბი დაიმატა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დინამო თბილისს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – 23 წლის ხორვატი შემტევი დენის ბუშნია. მისი ბოლო კლუბი სლოვენიური ბრავო გახლდათ, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ხორვატ ლეგიონერსა და დინამო თბილისს შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა: ის ლურჯ-თეთრების რიგებში 25 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ახალგაზრდა ფლანგელს შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.  

ბუშნია ხორვატული რიეკას საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბის გარდა კი, სხვადასხვა დროს ხორვატულ ისტრასა და სლოვაკურ სერედში უასპარეზია. რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის U16, U19, U20 და U21 გუნდების წევრი გახლდათ.  

დინამო თბილისს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ დინამო ბათუმს ჩამორჩება, რომელსაც თამაშით ნაკლები და 52 ქულა გააჩნია. ანდრეს კარასკოს გუნდი მომდევნო თამაშს 16 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები