- ამაშუკელმა ირლანდიისა და რუმინეთის შეხვედრაში უეინ ბარნსთან ერთად იმუშავა
- ამ ამბავს World Rugby გამოეხმაურა და დასამახსოვრებელ ისტორიებში დაასახელა
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე პირველი სათამაშო კვირა ამოიწურა და გულშემატკივრები მომდევნო შეხვედრების მოლოდინში არიან. მანამდე კი, World Rugby-ს რედაქციამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გასული კვირის დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტები გამოარჩია.
ამ ისტორიებს შორის კი ქართველი არბიტრის ამბავიც არის ნახსენები, რომელსაც მსოფლიო თასზე დებიუტი ჰქონდა და ირლანდიისა და რუმინეთის მატჩზე იმსაჯა.
"2007 წელს უეინ ბარნსმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ირლანდია-საფრანგეთის შეხვედრაში იმსაჯა. თბილისში ამ მატჩს 12 წლის ნიკა ამაშუკელი უყურებდა და ეს იყო ერთ-ერთი პირველი რაგბის შეხვედრა, რომელიც მან ნახა.
ამაშუკელი შთაგონებული იყო, რომ მსაჯი გამხდარიყო და ბარნსის მსაჯობის ყურებიდან 13 წლის შემდეგ ამ წყვილმა ერთად 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე, შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე იმუშავა.
ქართველმა არბიტრმა სადებიუტო მსოფლიო თასზე შაბათს ირლანდიისა და რუმინეთის შეხვედრაზე იმსაჯა. საკმაოდ პოეტურად - ბარნსი ამ შეხვედრაში ამაშუკელის დამხმარე მსაჯი იყო. მან მატჩის შემდეგ დატვიტა: რამდენად კარგია, რომ მასთან რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობა მომიწია."
ნიკა ამაშუჯელი მსოფლიო თასის კიდევ 5 მატჩში იმუშავებს.
მოედნის მსაჯი
ინგლისი V იაპონია - 17 სექტემბერი
ავსტრალია V პორტუგალია - 1 ოქტომბერი
პირველი ასისტენტი
არგენტინა V სამოა - 22 სექტემბერი
შოტლანდია V ტონგა - 24 სექტემბერი
ინგლისი V სამოა - 7 ოქტომბერი
კომენტარები