Thumbnail

აი, აქ იცხოვრებს მესის ოჯახი - ლეოს ახალი საოცნებო ვილა ფლორიდაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეო მესიმ ფლორიდაში ახალი ლუქს-ვილა შეიძინა
  • არგენტინელმა ამ სახლში 10 მილიონი ევრო გადაიხადა

ლიონელ მესის ოჯახს ახალი სახლი აქვს. სახლი რა, სასახლე.

36 წლის არგენტინელმა ფორტ ლოდერდეილში (ფლორიდა) ლუქს-ვილა შეიძინა, რომლის სანაცვლოდაც დაახლოებით 10 მილიონი ევრო გადაიხადა. მესის ახალი სახლი სანაპიროზე მდებარეობს, აქვს ორი დოკი ნავებისა და იახტებისთვის, ერთი დიდი აუზი, 10 საძინებელი ოთახი, დიდი ავტოფარეხი რამდენიმე ავტომობილისთვის და Wellness-ის განყოფილებაც. ტერიტორია 1000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული - სწორედ აქ იცხოვრებენ ამიერიდან ლეო, მისი მეუღლე ანტონელა და სამი ვაჟი - 10 წლის ტიაგო, 8 წლის მატეო და 5 წლის ჩირო.

კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ამ ადგილიდან ინტერ მაიამის სტადიონამდე მისვლას მანქანით მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. სხვათა შორის, იქვე ახლოს შეიძინა სახლი სერხიო ბუსკეტსმაც (8 მილიონ ევროდ).

აღსანიშნავია, რომ ფორტ ლოდერდეილში ეს მესის პირველი უძრავი ქონება არ არის. არგენტინელს მაიამიში კიდევ რამდენიმე ობიექტი აქვს. მათ შორის ყველაზე ძვირფასი Porsche Design Tower-ში მდებარეობს. ლეომ 2019 წელს ულამაზესი აპარტამენტი იყიდა 8,15 მილიონ ევროდ. მისი ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ავტომობილებისთვის განკუთვნილი ლიფტია, ე.წ. დეზერვატორი, რომლითაც ადამიანი ბინაში პირდაპირ მანქანით ადის.

კომენტარები

ბოლო ამბები