Thumbnail

ტრავმა სასტუმროში - შოტლანდიელი მორაგბე მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დევიდ ჩერის კიბეზე ფეხი დაუცდა და ტვინის შერყევა მიიღო
  • მისთვის მსოფლიო თასი დასრულებულია

შოტლანდიის სარაგბო ნაკრებმა, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობს, კვაჭი დევიდ ჩერი იშვიათი მიზეზის გამო დაკარგა.

ედინბურგის მორაგბე მსოფლიო თასის სასტარტო მატჩის განაცხადში იყო და სამხრეთ აფრიკასთან ითამაშა კიდეც, სასტუმროში დაბრუნებულს კი ძალიან არ გაუმართლა.

ჩერი კიბეზე ჩადიოდა, როდესაც ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და ტვინის შერყევა მიიღო. ირკვევა, რომ შოტლანდიელ ჰუკერს მინიმუმ 12 დღით უქმობა მოუწევს, სამწვრთნელო შტაბი კი გარისკვას აღარ აპირებს და მის სანაცვლოდ დევიდისვე თანაკლუბელ სტიუარტ მაკკინალის უხმო.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ნაკრების ასეთი მიზეზის გამი დატოვება ძალიან სამწუხაროა. კარგი ისაა, რომ მსოფლიო თასზე ერთი თამაშის ჩატარება მაინც მოვასწარი. შოტლანდიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ" – განაცხადა ჩერიმ.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელებმა აფრიკელებთან შეხვედრა 3:18 წააგეს, მომდევნო მატჩი კი 24 სექტემბერს ტონგასთან ელით. მსოფლიო თასის B ჯგუფში ამ გუნდების გარდა, ირლანდია და რუმინეთიც არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები