Thumbnail

ზუროსის ერა დამთავრდა - საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ილიას ზუროსი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გააკეთა. ბერძენ სპეციალისტს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და როგორც ირკვევა, მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ იგეგმება.

კალათბურთის ფედერაციის განცხადება

"მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე B-დან A დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.

ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.

ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია. ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს".

შეგახსენებთ, რომ 57 წლის ზუროსი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა მოახერხა, მანამდე კი, გუნდი ორ ევრობასკეტზეც ათამაშა. ზუროსს საკლუბო დონეზე ოლიმპიაკოსში, არისში, პარი ლევალუაში, ჟალგირისში, ანადოლუ ეფესსა და თოფაშშიც უმუშავია, მისი პიკი კი მაშინ იყო, როდესაც 2011-12  წლებში საბერძნეთის ნაკრების ჩააბარეს.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა. ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს. ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია. ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს. The conclusion of the World Cup also marked the end of Ilias Zouros' contract as the head coach of the National Team. This signifies the conclusion of the era led by Ilias Zouros. The Greek coach bids farewell to the Georgian Team at its peak, an achievement that can be attributed to Coach Zouros. After successfully progressing from the initial group stage, our team earned a spot among the top 16 countries in the world. Ilias Zouros holds the record as the longest-serving head coach of the Georgian national team, and his accomplishments remain unparalleled. While there have been significant milestones in modern Georgian basketball history, such as moving from the "B" to "A" division, making our EuroBasket debut, and participating in four consecutive European Championships, the chance to compete in the World Championship represents a groundbreaking achievement. This unprecedented feat was realized under the leadership and coaching of Ilias Zouros. Zouros took over as a head coach of the Georgian national team from Igor Kokoshkov, who in turn led our team for 7 years and after the Georgian contract expired, he took over the future European champion, the national team of Slovenia. In his debut season, Ilias Zouros led our national team to an early qualification for EuroBasket 2017. Viktor Sanikidze, both individually and on behalf of the Basketball Federation, extends heartfelt appreciation to Ilias Zouros for the exceptional contributions made during his eight-year journey with our national team. The emotions and joy generated by the Georgian national team under Ilias Zouros' leadership are immeasurable and will leave a lasting impact on Georgian basketball fans for years to come. Ilias Zouros

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on Thursday, September 14, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები