Thumbnail

მაღალი ალბათობით, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ალექსანდრ ვოლკანოვსკისა (26-2) და დაუმარცხებელი ილია თოფურიას (14-0) დაპირისპირება 2024 წლის დასაწყისში უნდა შედგეს. 34 წლის ავსტრალიელმა 26 წლის ქართველთან ოქტაგონზე შეხვედრისა და მისი ცემის სურვილი ამასწინათ ღიადაც გამოთქვა. 

ესპანეთში მცხოვრები თოფურია ვოლკანოვსკის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ველოდები თარიღს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე! სადაც გინდა და როცა გინდა. სწორედ ამ მომენტისთვის ვმუშაობ მთელი ცხოვრება", - აქვეეყნებს თოფურიას სიტყვებს ესპანური მედია.

ვოლკანოვსკის ქამარზე თვალი ილია თოფურიას უჭირავს

ალექსანდრ ვოლკანოვსკი (26-2 ММА, 13-1 UFC) ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონის ქამარს 2019 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს, რომლის დაცვაც უკვე ზედიზედ 5-ჯერ მოახერხა. ბოლოს ავსტრალიელმა იაირ როდრიგესს აჯობა და დივიზიონის ლიდერად რჩება. 

ილია თოფურია (14-0 ММА, 6-0 UFC) UFC-ში 2020 წლის ოქტომბრიდან გამოდის და მის ანგარიშზე ზედიზედ ექვსი გამარჯვებაა. ბოლოს "მატადორი" ოქტაგონზე წელს ივნისში გავიდა და ამერიკელ ჯოშ ემეტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. თოფურია ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს და სატიტულო ბრძოლის მიღების მოლოდინშია.

კომენტარები

ბოლო ამბები