Thumbnail
  • მარიო ბალოტელიმ სიონთან კონტრაქტი გაწყვიტა
  • იტალიელი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ შვეიცარიულ სიონთან 2024 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა და თურქეთში ბრუნდება.

ინფორმაცია სიონის პრეზიდენტმა კრისტიან კონსტანტინმა ოფიციალურად დაადასტურა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 33 წლის ბალოტელი თურქულ კლუბ ადანა დემისპორს შეუთანხმდა, სადაც ერთხელ უკვე თამაშობდა - 2021/2022 წლების სეზონში. 

მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. კარიერის პიკში მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებს დუბლი შეუსრულა. საკლუბო დონეზე ბალოტელის მანჩესტერ სიტიში, ლივერპულში, ასევე მილანურ გრანდებშიც უთამაშია. საერთო ჯამში ის აქამდე 11 სხვადასხვა კლუბის ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები