Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მონაწილე ათივე წონაში ეყოლება
  • შარშან ქართული დელეგაცია ოქროს მედლის გარეშე დარჩა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება, სადაც 16 სექტემბრიდან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

უკვე ტრადიციულად, საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება, მსოფლიოს ჩემპიონატის მედლების გარდა კი, ტურნირზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება: ექვს წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში.

თითოეულ წონაში, ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოიპოვებს. მას შემდეგ, რაც კვარცხლბეკზე ასული მოჭიდავეების ვინაობა გაირკვევა, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ბოლო – მეხუთე ლიცენზიის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს პირველობა ასევე ბელგრადში ჩატარდა და მაშინ საქართველოს ჩემპიონი არ ჰყოლია. თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლები ზურაბ იაკობაშვილმა (70 კგ.), მირიან მაისურაძემ (92 კგ.), გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები უკვე სერბეთში იმყოფება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

57 კგ. - რობერტ დინგაშვილი
61 კგ. - შოთა ფარტენაძე
65 კგ. - ედემ ბოლქვაძე
70 კგ. - გიორგი ელბაქიძე
74 კგ. - ავთანდილ კენჭაძე
79 კგ. - ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ. - ტარიელ გაფრინდაშვილი
92 კგ. - მირიან მაისურაძე
97 კგ. - გივი მაჭარაშვილი
130 კგ. - გენო პეტრიაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამა (დრო თბილისისაა)

16 სექტემბერი
12:30 - საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები (61, 70, 86 და 125 კილოგრამებში)
18:45 - ნახევარფინალები

17 სექტემბერი
12:30 - რეპეშაჟის შეხვედრები (61, 70, 86 და 125 კილოგრამებში), საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები (79, 92, 57 და 74 კილოგრამებში)
18:45 - ნახევარფინალები (79, 92, 57 და 74 კილოგრამებში)
20:00 - მედლების გათამაშება (61, 70, 86 და 125 კილოგრამებში)
23:00 - შეხვედრები მე-5 ადგილისთვის (ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის, 86 და 125 კილოგრამებში)

18 სექტემბერი
12:30 - რეპეშაჟის შეხვედრები (79, 92, 57 და 74 კილოგრამებში), საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები (65 და 97 კილოგრამებში) 
18:45 - ნახევარფინალები (65 და 97 კილოგრამებში)
20:00 - მედლების გათამაშება (79, 92, 57 და 74 კილოგრამებში)
23:00 - შეხვედრები მე-5 ადგილისთვის (ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის, 57 და 74 კილოგრამებში)

19 სექტემბერი
12:30 - რეპეშაჟის შეხვედრები (65 და 97 კილოგრამებში)
20:00 - მედლების გათამაშება (65 და 97 კილოგრამებში)
23:00 - შეხვედრები მე-5 ადგილისთვის (ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის, 65 და 97 კილოგრამებში)

კომენტარები

ბოლო ამბები