Thumbnail

დიდი წინსვლა რეიტინგში - საქართველომ თურქეთს და ხორვატიას გაასწრო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კლასიფიკაციაში 10 ადგილით დაწინაურდა
  • მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორმა გერმანიამ მოწინავე სამეულში შეაღწია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დიდი წინსვლა განიცადა მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ფიბა-მ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.

ქართველი კალათბურთელები, რომელთა აქტივშიც 465.9 ქულაა, 10 ადგილით დაწინაურდნენ და მსოფლიოში 23-ე პოზიციაზე იმყოფებიან, კონკრეტულად ევროპაში კი მე-14 შედეგი გააჩნიათ.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების უკან აღმოჩნდნენ თურქეთი და ხორვატია, მათ გარდა კი, ვუსწრებთ იაპონიას, ჩინეთს, უკრაინას, ბელგიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელსა და სხვებს.

ლატვიის ნაკრები კლასიფიკაციაში ერთბაშად 22 ადგილით დაწინაურდა

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, დიდი წინსვლა განიცადა მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორმა გერმანიის ნაკრებმა, რომელიც უკვე მესამეა და მხოლოდ აშშ-სა და სერბეთს ჩამორჩება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლატვიელთა დიდი პროგრესიც. ბალტიისპირელები მსოფლიოს პირველობაზე სენსაციური მე-5 შედეგი აჩვენეს, რისი წყალობითაც 22 ადგილით დაწინაურდნენ და მე-8 საფეხური უკავიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და 16 საუკეთესო გუნდს შორის გასვლა შესძლო. ქართველი კალათბურთელების მორიგი მიზანი ევრობასკეტი 2025-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები