Thumbnail

კვარაცხელიას მონაცემები მკვეთრად გაზრდილია - ქართველების რეიტინგები FC 24-ში

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

ახალი თამაში შეცვლილი სახელითა და რეჟიმებით - 29 სექტებერს EA ყველასთვის ცნობილი საფეხბურთო სიმულატორის FIFA-ს ნაცვლად EA Sports FC 24-ს გამოუშვებს. ეს არის თამაში, რომელსაც გეიმინგ სამყაროში 2023 წელს ყველაზე მეტად ელიან. 

FC 24-ის გამოსვლამდე ყველაზე დიდი ინტრიგა ფეხბურთელების რეიტინგები გახლავთ. კომპანიამ პირველ ეტაპზე TOP მოთამაშეების მონაცემები გამოავლინა, მათგან ყველაზე მაღალი შეფასება კილიან მბაპემ, ერლინგ ჰაალანდმა და კევინ დე ბრუინმა მიიღეს - 91. ლიონელ მესის რეიტინგი 90 იქნება, ხოლო კრიშტიანო რონალდომ ბოლოს 14 წელში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო - 86. 

გადავიდეთ, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბავზე, თამაშში ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს - 86. ნაპოლის ქართველი ლიდერის მონაცემები წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია, შარშან ხვიჩას რეიტინგი 74-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე გიორგი მამარდაშვილია. მისი რეიტინგიც გაზრდილია - 80. მესამე პოზიციას ვაკო ყაზაიშვილი იკავებს, რომლის მონაცემები 75-ით შეფასდა. აიაქსში ახლადგადასულ გიორგი მიქაუტაძეს EA-მ 74-იანი რეიტინგი მიანიჭა. 

თამაშზე ადრეული წვდომა 22 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. EA Sports FC 24-ის ღირებულება შემდეგნაირი იქნება: სტანდარტული ვერსია PS4-სა და Xbox One-ისთვის - 69,99 დოლარი, სტანდარტული ვერსია PS5-სა და Xbox Series X|S-ისთვის - 79,99 დოლარი და სრული ვერსია (digitale Cross-Gen) - 109,99 დოლარი.

კომენტარები

ბოლო ამბები