- საბა ფურცელაძე 6:1, 6:4 მოეზ ეჩარგუი
- ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება ოთხჯერ მოიგო
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის მატჩი, რომელშიც მეტოქე ტუნისის გუნდია.
22 წლის საბა ფურცელაძემ (რეიტინგში 443-ე) შანსი არ დაუტოვა მოეზ ეჩარგუის, რომელიც ATP-ს კლასიფიკაციაში მას საგრძნობლად უსწრებს (299-ე). ქართველმა ჩოგბურთელმა 6:1, 6:4 მოიგო და საქართველო 1:0 დააწინაურა. საბამ მეტოქის მოწოდება 4-ჯერ მოიგო, ტუნისელს კი მხოლოდ ერთი ბრეიკი ჰქონდა.
ქართულ-აფრიკული დაპირისპირება კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მიმდინარეობს, სადაც დღესვე ერთეულთა თანრიგის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება: ზურა ტყემალაძე (687-ე) აზიზ დუგაზის (238-ე) წინააღმდეგ.
ხვალ, წყვილთა თანრიგის შეხვედრა და ერთეულთა კიდევ 2 მატჩია დაგეგმილი, გამარჯვებული კი 2024 წლისთვის მსოფლიო თასი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
კომენტარები